მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

არმატურის იმპორტი $170 მლნ-მდე გაიზარდა - საქართველო რუსულ და ირანულ არმატურას ყიდულობს

მშენებლობა

2024 წელს საქართველოში არმატურის იმპორტი 75%-ით გაიზარდა - ამის შესახებ საქსტატის მიერ გამოქვეყნებული საგარეო ვაჭრობის 10 თვის ანგარიშიდან ხდება ცნობილი.

წელს საქართველოში სულ 170 მილიონი დოლარის ღირებულების 297 ათასი ტონა არმატურა შემოვიდა. ამასთან, შემცირებულია იმპორტის საშუალო ფასიც, რაც წელს ტონაზე 573 დოლარს შეადგენს, შედარებისთვის 2023 წლის ანალოგიურ პერიოდში იმპორტის საშუალო ღირებულება 600 დოლარი იყო.

სტატისტიკის თანახმად, 2024 წელს საქართველო არმატურას ძირითადად რუსეთიდან და ირანიდან ყიდულობს. აქედან, რუსული არმატურის იმპორტი წელს 112%-ით, 82.5 მილიონ დოლარამდე გაიზარდა, ირანიდან კი არმატურის იმპორტი 155%-ით, 72.5 მილიონ დოლარამდე არის გაზრდილი. ორივე ქვეყნიდან იმპორტის ზრდა, სავარაუდოდ, დაკავშირებულია შესასყიდი ფასის კლებასთან. თუკი 2023 წელს რუსული არმატურის ფასი 591 დოლარი იყო, წელს ის 586 დოლარი ღირს, ხოლო ირანული არმატურის იმპორტის ფასი ტონაზე 576 დოლარიდან 547 დოლარამდე შემცირდა.

ამასთან, წელს საქართველომ $11 მილიონის აზერბაიჯანული არმატურაც შეიძინა, საიდანაც იმპორტი წელს 65%-ით არის შემცირებული.

წლების მიხედვით საქართველოში არმატურის იმპორტი ასე ნაწილდება (თითოეული წლისთვის წარმოდგენილია იანვარ-ოქტომბრის სტატისტიკა)

წლები იმპორტის მოცულობა ტონა იმპორტის ფასი ერთ ტონაზე
2024 წელი $170 მლნ დოლარი; 297,055 ტონა; $574
2023 წელი $97 მლნ დოლარი; 162,240 ტონა; $600
2022 წელი $96 მლნ დოლარი; 131,568 ტონა; $730
2021 წელი $59 მლნ დოლარი; 85,990 ტონა; $689
2020 წელი $44 მლნ დოლარი; 101,647 ტონა; $435
2019 წელი $38 მლნ დოლარი; 80,961 ტონა; $475
2018 წელი $66 მლნ დოლარი; 113,006 ტონა; $584
2017 წელი $37 მლნ დოლარი; 78,043 ტონა; $470
2016 წელი $48 მლნ დოლარი; 120,675 ტონა; $394
2015 წელი $49 მლნ დოლარი; 104,796 ტონა; $464
2014 წელი $52 მლნ დოლარი; 84,269 ტონა. $615

საქართველოში არმატურის ორი ძირითადი მწარმოებელი რუსთავის ფოლადი და კომპანია "ჯეოსთილია". "რუსთავის ფოლადის" 2023 წლის გაყიდვები ცნობილი არაა, თუმცა "ჯეოსთილის" ფინანსური ანგარიშის თანახმად, კომპანიის შემოსავალი 281 მილიონ ლარს შეადგენდა, კომპანიის ძირითად საქმიანობას სწორედ არმატურის დამზადება წარმოადგენს. ხოლო "რუსთავის ფოლადის" შემოსავლები არმატურის რეალიზაციიდან 2022 წელს 282 მილიონ ლარს შეადგენდა (2023 წლის შედეგები კომპანიას გასაჯაროებული არ აქვს). შესაბამისად, საქართველოში არმატურის ბაზრის ნახევარზე მეტი ადგილობრივ წარმოებაზე მოდის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები