2026 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში არმატურის იმპორტი მკვეთრად - 94%-ით, 194 მილიონ დოლარამდე გაიზარდა - ამის შესახებ საქსტატის მიერ დღეს გამოქვეყნებული საგარეო ვაჭრობის ანგარიშიდან ხდება ცნობილი. იმპორტირებული არმატურის მოცულობა 330 ათას ტონას შეადგენდა, რაც წლიურად 85%-ით არის გაზრდილი.
იმპორტის მკვეთრი ზრდის პარალელურად, საქართველოს მთავრობამ არმატურის იმპორტზე არსებული მოსაკრებლის მოქმედების ვადა კიდევ ერთხელ, ამჯერად 2027 წლის 1 მარტამდე გაახანგრძლივა. მოსაკრებელი ტონაზე 420 ლარს შეადგენს.
არსებული მდგომარეობით, ერთი ტონა იმპორტირებული არმატურის ფასი 588 დოლარს შეადგენს, შესაბამისად მოსაკრებლის გათვალისწინებით მისი ფასი იმპორტიორებისთვის 420 ლარით, ანუ 161 დოლარით იზრდება და 748 დოლარს აღწევს.
რაც შეეხება არმატურის იმპორტის ქვეყნებს, 2026 წლის განმავლობაში პროდუქციის 89% თურქეთიდან შემოვიდა, რაც ჯამურად $173 მილიონ დოლარს (288 ათას ტონას) შეადგენდა. თურქეთიდან არმატურის იმპორტი 156%-ით გაიზარდა.
არმატურის იმპორტი ირანიდანაც გაიზარდა. ქვეყანამ 40 590 ტონა საქონლის შესაძენად 20 მილიონ 227 ათასი დოლარი გადაიხადა. ზრდა 81.8%-ია.
კიდევ ერთი ქვეყანა, საიდანაც საქართველომ წელს ნახშირბადიანი ფოლადის წნულები შეიძინა აზერბაიჯანია, თუმცა მეზობელი ბაზრიდან იმპორტის მაჩვენებელი შემცირებულია და 700 000 დოლარს შეადგენს.
საქონლის იმპორტი 99.6%-ით შემცირდა რუსეთიდანაც, საიდანაც 8 თვეში ჯამში 65 ათასის 50 ტონამდე არმატურა ვიყიდეთ.
























