მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

არმატურის იმპორტზე ტონაზე ₾420-ის მოსაკრებელი 1 სექტემბრამდეა მოქმედი - გახანგრძლივდება თუ არა კიდევ ერთხელ

მშენებლობა

არმატურის იმპორტზე დაწესებულ მოსაკრებელს ვადა 2026 წლის პირველ სექტემბერს ეწურება. ჯერჯერობით უცნობია მოახდენს თუ არა მთავრობა ამ მოსაკრებლის მოქმედების ვადის კიდევ ერთხელ გახანგრძლივებას.

არმატურის იმპორტზე ტონაზე 420 ლარის ოდენობით მოსაკრებელი თავდაპირევლად 2025 წლის 25 იანვრიდან დაწესდა და ის 2025 წლის 1 სექტემბრამდე მოქმედებდა; შემდეგ მისი მოქმედების ვადა 2026 წლის 1 მარტამდე გახანგრძლივდა, შემდეგ კი 2026 წლის 1 სექტემბრამდე. შესაბამისად, იმ შემთხვევაში თუკი მთავრობა მოსაკრებლის ვადას კიდევ ერთხელ გადასწევს, ეს რიგით მესამე გახანგრძლივება იქნება. BMG-იმ აღნიშნულ საკითხზე შემოსავლების სამსახურს მიმართა, უწყების პასუხს მიღებისთანავე შევთავაზებთ მკითხველს.

არმატურის იმპორტზე ტარიფი ქვეყანმაში იმპორტირებული არმატურის მკვეთრი ზრდის საპასუხოდ მოხდა. 2026 წლის შვიდი თვის მონაცემებით, იმპორტი შემცირებულია და მან 83 მილიონი დოლარი (141 ათასი ტონა) შეადგინა, რაც წლიურად 7 მლნ დოლარით (21 ათასი ტონით) არის შემცირებული.

არსებული მდგომარეობით, ერთი ტონა იმპორტირებული არმატურის ფასი 588 დოლარს შეადგენს, შესაბამისად მოსაკრებლის გათვალისწინებით მისი ფასი იმპორტიორებისთვის 420 ლარით, ანუ 161 დოლარით იზრდება და 748 დოლარს აღწევს.

მნიშვნელოვანია გარემოება, რომ თავად არმატურის მწარმოებლები ფინანსურ სირთულეებზე მიუთითებენ, 2026 წლის იანვარში რუსთავის ფოლადის ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა იგორ კორიტკომ BMG-ის განუცხადა, რომ კომპანიისთვის არმატურის წარმოების მიმართულება ზარალიანი იყო და ამ სეგმენტის გაყიდვას გეგმავდნენ. 30 ივლისს კი "რუსთავის ფოლადმა" არმატურის წარმოების მიმართულება შპს "პიემ მეტალზე" გაყიდა. აღნიშნულ საწარმოო სიმძლავრეს წლიურად 200,000 ტონა არმატურის წარმოება შეუძლია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები