მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„Aroma Gardens“ - დიღომში ახალი საცხოვრებელი კომპლექსი შენდება

usta

დიღომში ახალი საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა მიმდინარეობს. „Aroma Gardens“ – ასე ჰქვია პროექტს, რომელიც 19 000 კვადრატულ მეტრზეა დაგეგმილი და მოიცავს როგორც საცხოვრებელ, ისე სარეკრეაციო, გასართობ და კომერციულ ზონებს.

პროექტს, მართვის კომპანია GGM-ი მართავს და მისი მიზანი თანამედროვე ურბანული სტილისა და ბუნებასთან თანაარსებობის შერწყმაა. მშენებლობას სამშენებლო კომპანია „USTA“ აწარმოებს.

პროექტი, თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობასთან თანამშრომლობით, ნაწილობრივ სოციალური მიზნებითაც განხორციელდება — ბინების 21% კოოპერატიული ბინათმშენებლობის შედეგად დაზარალებულ ოჯახებს გადაეცემათ.

ამ ეტაპზე დაწყებულია A ბლოკის მშენებლობა, რომლის ფინანსური პარტნიორია "ბაზისბანკი". ბლოკის საერთო საცხოვრებელი ფართი 11 200 კვადრატული მეტრია, კომერციული სივრცე — 1 050 კვ.მ. პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია 10 000 კვადრატული მეტრის რეკრეაციული ზონის მოწყობა. ჯამური ბიუჯეტი შეადგენს 6 მილიონ აშშ დოლარს.

მშენებლობა 2024 წლის ნოემბერში დაიწყო და მისი დასრულება 2026 წლის დეკემბრისთვის არის დაგეგმილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები