მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

არქი ნიუ-იორკში, „თბილისობის“ ფარგლებში, ქართულ დიასპორას შეხვდა

არქი
18.11.26 15:42
• 34

8 ნოემბერს, ნიუ-იორკში, ბრუკლინის ქონი-აილენდზე, „თბილისობა“ გაიმართა, რომლის ერთ-ერთი მთავარი მხარდამჭერი არქი, საქართველოს #1 დეველოპერი იყო.

ღონისძიება აშშ-ში უკვე 10 წელია ტარდება და ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ქართული კულტურული დღესასწაულია, რომელიც ყოველწლიურად ათასობით სტუმარს მასპინძლობს. მისი ორგანიზატორია ამერიკაში დაფუძნებული ქართული კულტურის ცენტრი „ფესვები“.

„თბილისობა“ აშშ-ში მცხოვრები ქართველებისთვის გამორჩეული ღონისძიებაა, რომელიც თანამემამულეებს აერთიანებს და მათ ქართულ ტრადიციებთან სიახლოვის შესაძლებლობას აძლევს.

წელს ღონისძიებას არქის წარმომადგენლებიც შეუერთდნენ. კომპანიის გუნდი ნიუ-იორკში სპეციალურად გაემგზავრა და თბილისობის ფარგლებში ქართულ დიასპორას შეხვდა. შეხვედრისას ემიგრანტებს არქის მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები, საქართველოში უძრავი ქონების შეძენის შესაძლებლობები და სპეციალური შეთავაზებები გააცნეს.

„ქართულ დიასპორასთან შეხვედრა ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო. არქისთვის ემიგრანტებთან ურთიერთობას დიდი მნიშვნელობა აქვს. ჩვენი მიზანია, საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველებს საქართველოში უძრავი ქონების შეძენა მაქსიმალურად გავუმარტივოთ. მოქნილი გადახდის პირობებითა და სპეციალური შეთავაზებებით მათ შესაძლებლობა აქვთ, ბინა როგორც საცხოვრებლად, ისე საინვესტიციო მიზნით შეიძინონ.

განსაკუთრებით გვიხარია, რომ ბევრი ემიგრანტისთვის საქართველოში საკუთარი სახლი სწორედ არქისთან ასოცირდება. მოხარულები ვართ, რომ შესაძლებლობა მოგვეცა, ადგილზე გაგვეცნო მათთვის ჩვენი პროექტები და ინდივიდუალურად გვეპასუხა მათ კითხვებზე“, — აღნიშნა არქის ბრენდმენეჯერმა მარიამ რობაქიძემ.

2026 წელი არქისთვის მნიშვნელოვანი პროექტებითა და ახალი მიღწევებით გამოირჩევა. კომპანიამ, სულ ცოტა ხნის წინ, არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპი წარადგინა და გაყიდვების რეკორდი დაამყარა, სპეციალურ ღონისძიებაზე ხუთ საათში 1 202 ბინა გაიყიდა. ამასთან, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად არქიმ Trump Tower Tbilisi-ის პროექტიც დააანონსა, რომელიც საქართველოს უძრავი ქონების ბაზრის განვითარებისა და ქვეყნის საერთაშორისო საინვესტიციო პოზიციონირებისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯია.

აღსანიშნავია, რომ კომპანიის პორტფელი 55 დასრულებულ და 31 მიმდინარე პროექტს მოიცავს, ხოლო არქელების რაოდენობა, ბოლო მონაცემებით, 75 000-ს აღემატება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები