მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„არქი“ რუსთავში საცხოვრებელ კომპლექსს ააშენებს - ინვესტიცია $30 მილიონია

633455eed57a1
ვიქტორია მღებრიშვილი
01.10.22 14:23
1679
დეველოპერული კომპანია „არქი“ რუსთავში საცხოვრებელი კომპლექსის პროექტს განახორციელებს. ამის შესახებ კომპანიის თანადამფუძნებელმა ილია წულაიამ BMG tv--ის გადაცემა „რედაქტორში“ ისაუბრა.

„რუსთავში მშენებლობის დაწყებას ვგეგმავთ. ეს რუსთავში ჩვენი პირველი, მასშტაბური პროექტია, რომლისთვისაც 3.5 ჰა მიწა 2007-2008 წელს შევიძინეთ და უკვე მოვიდა დრო რუსთავში შევიდეთ და საცხოვრებელი კომპლექსი ავაშენოთ, რომელიც 70 000 – 80 000 კვ.მ. იქნება, რაც ჯამში 800-1000 ბინაზეა გათვლილი. საკმაოდ დიდი საცხოვრებელი უბანი აშენდება რუსთავში, რომლის ინვესტიცია დაახლოებით 30 მლნ დოლარი იქნება“, - განაცხადა ილია წულაიამ.

BM.GE-ის „არქიში“ დაუზუსტეს, რომ მშენებლობის დაწყება წლის ბოლომდე იგეგმება და 4 წელს გაგრძელდება. პროექტი 1000-მდე ბინიან 9 საცხოვრებელ სახლს, 1 ჰა-ზე კეთილმოწყობილ ეზოს, ღია და დახურულ ავტოსადგომს, სპორტულ და საბავშვო მოედნებს მოიცავს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები