არქიტექტორებს მომავალი წლიდან, შესაძლოა ახალ სამართლებრივ გარემოში მოუწიოთ მუშაობა. ამის საფუძველი არქიტექტორთა საქმიანობის შესახებ კანონი იქნება, რაზეც თავად არქიტექტორთა კავშირმა მუშაობა უკვე დაიწყო, თუმცა არ არის გამორიცხული, მთავრობამ კანონპროექტის საკუთარი ვერსია დაწეროს და ის პარლამენტში წარადგინოს. ამ ეტაპზე არსებული დოკუმენტი არქიტექტორებისთვის სერტიფიცირების სისტემის შემოღებას და შესაბამის საკვალიფიკაციო მოთხოვნებს ითვალისწინებს.


































