მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

არქიტექტურა-ინტერიერის დიზაინის 23 კომპანია GEclose2EU-ს პროგრამით შვედეთში, საგანმანათლებლო ტურში მონაწილეობს

5e3963263c5af
ვიქტორია მღებრიშვილი
04.02.20 04:42
1875
4-8 თებერვალს, შვედეთის დედაქალაქ სტოკჰოლმში, პროექტის – GEclose2EU-ს ფარგლებში შერჩეული, არქიტექტურა-ინტერიერის დიზანის სექტორში მოღვაწე 23 ბენეფიციარი კომპანია საგანმანათლებლო ტურში მონაწილეობს.

ამის შესახებ ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის (EPRC) მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.
როგორც EPRC-ში აღნიშნავენ, ტური სტოკჰოლმის დიზაინის კვირეულის (Stoskholm design week) ფარგლებში იმართება, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ღონისძიებაა არქიტექტურა-დიზაინის მიმართულებით და წელიწადში ორჯერ ტარდება.

"საქართველოში მოღვაწე წამყვანი არქიტექტორები და დიზიანერები წელს პირველად ჩაერთვებიან კვირეულში და საშუალება ექნება პირისპირ შეხვედრები გამართონ დარგის ლიდერ კომპანიებთან.

საგანმანათლებლო ტურის ფარგლებში დაგეგმილია სამუშაო შეხვედრები სკანდინავიის წამყვან კომპანიებთან. ტური მოიცავს ვიზიტებს ისეთ ორგანიზაციებში როგორიცაა: Svensk Form, Kontsfack (ხელოვნებისა და დიზაინის უნივერსიტეტი), Wingårdhs, Nivå, Stockholm Furniture & Light Fair. მონაწილეები ასევე ეწვევიან სტოკჰოლმის ეკო-რაიონს, რომელიც ლიდერია ქალაქის მდგრადი განვითარების მიმართულებით. პროექტის ორგანიზატორები და ბენეფიციარი კომპანიები ასევე ჩაერთვებიან სტოკჰოლმის დიზაინის კვირეულში დაგეგმილ სხვადასხვა თემატურ ღონისძიებებში", - განმარტავენ ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრში.

მათივე ინფორმაციით, პროექტის GEclose2EU ფარგლებში დაგეგმილ საგანმანათლებლო ტურში, პირველ ეტაპზე მონაწილეობას მიიღებენ არქიტექტურა-დიზაინის მიმართულებით მომუშავე მცირე და საშუალო კომპანიები, რომლებიც გასულ წელს გამოცხადებული კონკურსის ფარგლებში გამოვლინდნენ. პროექტის შემდეგ ეტაპზე, საგანმანათლებლო ტური ასევე დაგეგმილია ბიზნეს კონსალტინგის და საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულებით შერჩეული ბენეფიციარებისთვის. ჯამში, პროექტის 60 კომპანია მიიღებს მონაწილეობას მსგავსი ტიპის საგანმანათლებლო ტურში და ჩაერთვება პროექტის ფარგლებში დაგეგმილ სხვადასხვა აქტივობებში. გამარჯვებულმა კომპანიებმა პროექტის ფარგლებში უკვე მიიღეს ტექნიკური დახმარება. მათთვის ასევე პერიოდულად იმართება საინფორმაციო შეხვედრები. დაგეგმილია ტრენინგები და მასტერ-კლასები.

ცნობისთვის, შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით საქართველოში პროექტი "ქართული ბიზნესი ახლოს ევროპასთან" (GEclose2EU) 2018 წლიდან დაიწყო. პროექტს "ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი" (EPRC) სააგენტო "აწარმოე საქართველოსთან" თანამშრომლობით ახორციელებს. პროექტის მიზანია მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერა, მათი ცნობადობის გაზრდა ევროპის ბაზარზე და ინტერნაციონალიზაციის ახალი შესაძლებლობების შექმნა. პროექტის ჯამური ბიუჯეტი 2.3 მლნ აშშ დოლარია და იგი 3 წლის განმავლობაში გრძელდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები