თიბისი კაპიტალმა გაცვლითი კურსის ბიზნეს-ეკონომიკის სერიიდან პირველი პუბლიკაცია გამოაქვეყნა, რომელიც ძირითადად საცხოვრებელი უძრავი ქონების სექტორში პროექტების დაფინანსების ოპტიმალური სტრუქტურის გაანგარიშებას ეხება.
სხვადასხვა ქვეყნის მაგალითზე, კვლევა აჩვენებს, რომ აშშ დოლარში გამოსახულ უძრავი ქონების ფასზე გაცვლითი კურსი მნიშვნელოვანი მოქმედი ფაქტორია. საქართველოს შემთხვევაში, შედარებით ძლიერი გაუფასურებების ეპიზოდებში, ზეგავლენა თითქმის 50%-ს შეადგენს. ასევე, იკვეთება კავშირი გამყარების შემთხვევებშიც. ამდენად, შეიძლება ითქვას, რომ უძრავი ქონების ფასები ნაწილობრივ უცხოურ და ნაწილობრივ ადგილობრივ ვალუტაშია დენომინირებული.
როგორ ფასდება დღეს არსებული მდგომარეობა და რა რისკები იკვეთება საქართველოს უძრავი ქონების ბაზარზე?
სტუმარი: ოთარ ნადარაია - "თიბისი ჯგუფი"-ს მთავარი ეკონომისტი;


































