მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

არსებული აეროპორტის გაფართოების ვარიანტს უფრო მეტი "მინუსი" აქვს - ღარიბაშვილი

649e93f733454
მარიამ ვარადაშვილი
30.06.23 12:59
550
პარლამენტში წლიური ანგარიშის წარდგენისას პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ წელს საქართველოს აეროპორტში მგზავრების რაოდენობა 2019 წლის მაჩვენებელს დაუბრუნდება.

ამას გარდა, ღარიბაშვილმა ახალი აეროპორტის მშენებლობაზეც ისაუბრა და თქვა, რომ მთავრობა ორ ვარიანტს ამუშავებს: არსებული აეროპორტის გაფართოება და ვაზიანის ტერიტორიაზე ახალი აეროპორტის მშენებლობა.

აღსანიშნავია, რომ თბილისის აეროპორტის 200 კილომეტრის რადიუსში შეზღუდულია საერთაშორისო ფრენები 2027 წლამდე. ეს პირობა საქართველოს ხელისუფლებასთან გაფორმებული ხელშეკრულებით აქვს მიღებული კომპანია TAV-ს, რომელიც თბილისისა და ბათუმის აეროპორტებს მართავს. 

“ჯამურად აეროპორტების მგზავრთნაკადი პანდემიამდელ მონაცემებს დაუბრუნდება. აეროპორტთან დაკავშირებით ორ ვარიანტს ვამუშავებთ, ერთი არის არსებული აეროპორტის გაფართოება, თუმცა ამ ვარიანტს უფრო მეტი მინუსები აქვს. მეორე ალტერნატიული ვარიანტი დამუშავების პროცესშია, საუბარია ვაზიანის ტერიტორიაზე ახალი, თანამედროვე, საერთაშორისო კლასის აეროპორტის მშენებლობა. ახლა მიმდინარეობს მსოფლიოში საუკეთესო არქიტექტორებისა და ჯგუფების შერჩევა. გვინდა, სამუშაოები 2024 წელს დავიწყოთ. ჩვენი ამბიციაა, რომ რეგიონში საავიაციო ჰაბი გავხდეთ და მოვემსახუროთ არა მხოლოდ პირდაპირ, არამედ ტრანზიტულ ფრენებსაც. ამ მიზნის მისაღწევად აუცილებელია გვქონდეს რეგიონში საუკეთესო და საერთაშორისო კლასის აეროპორტი”,-ამბობს ღარიბაშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები