ჩავარდნილი ტენდერის შემდეგ, ქონების ეროვნული სააგენტო სანატორიუმებს - "იმერეთს" და "რკინიგზელს" ისევ ყიდის.
სანატორიუმი „რკინიგზელის“ საწყისი ფასი ₾5 135 000, სანატორიუმი „იმერეთის“ საწყისი ფასი კი, ₾3 124 500-ია. ანუ, ზუსტად იმდენი, რამდენადაც სანატორიუმები ჩავარდნილ აუქციონზე იყიდებოდა. მიმდინარე აუქციონი 5 აგვისტოს დასრულდება.
„რკინიგზელი“
იყიდებოდა რუსთაველის ქუჩა N51-ში არსებული 33000 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები 5 135 000 ლარად. საინვესტიციო პირობების მიხედვით, ტერიტორიაზე სულ მცირე 120-ნომრიანი სასტუმრო-კომპლექსი უნდა მოეწყოს, რისთვისაც არანაკლებ 9 273 600 ლარის ინვესტიცია განხორციელდება.
„იმერეთი“
პირობიან ელექტრონულ აუქციონზე გამოტანილი იყო წყალტუბოში, ჩახრუხაძის ქუჩა N6-ის მიმდებარედ არსებული 41150 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები, ყოფილი სანატორიუმი „იმერეთი“. აღნიშნული სანატორიუმის საწყისი საპრივატიზებო ღირებულება 3 124 500 ლარია. საპრივატიზებო პირობების მიხედვით, ტერიტორიაზე არანაკლებ 80-ნომრიანი სასტუმრო-ინფრასტრუქტურა უნდა განვითარდეს, რისთვისაც 9 373 500 ლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდება.
„წყალტუბოს ახალი სიცოცხლის“ პროექტის ფარგლებში, 2022 წელს ეკონომიკის სამინისტროს სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ ბიზნესსექტორს 14 ყოფილი სანატორიუმის საპრივატიზებო პაკეტი წარუდგინა, რომელთა ღირებულება 50 მლნ ლარს იყო. დღეის მდგომარეობით, პრივატიზებულია ყოფილი სანატორიუმები „თბილისი“, „უშიშროება“, „წყალტუბო“ და „სამგურალი“. გაყიდული ობიექტების ჯამურმა ღირებულებამ 16,265,300 ლარი შეადგინა.
შარშან წყალტუბოში 3 სანატორიუმი გასხვისდა - ვინ, რამდენად და რა საინვესტიციო ვალდებულებით იყიდა?