მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

Art Basel-ი სრულიად ციფრული ხელოვნების პლატფორმას წარადგენს

ART BASEL
10.11.25 21:00
316

ავტორი: სალომე ზაალიშვილი

Art Basel-ი დეკემბრის თვეში, მაიამიში, დაგეგმილ ხელოვნების ბაზრობაზე ახალ კურატორულ პლატფორმა Zero 10-ს წარადგენს. პლატფორმა მთლიანად ციფრულ ხელოვნებას დაეთმობა, მისი მხარდამჭერი NTF მარკეტფლეისი, ამერიკული კომპანია OpenSea არის. პროექტი Art Basel-ისთვის დღეისთვის ყველაზე დიდ ნაბიჯია თანამედროვე ციფრული ხელოვნების მიმართულებით და მისი მიზანი მოწინავე ხელოვანების და ციფრული სტუდიების ტრადიციული ხელოვნების ბაზრდებთან დაკავშირებაა.

ციფრული ხელოვნების სტრატეგისტის, ელი შაინმანის კურატორობით, საინაუგურაციო პრეზენტაცია წარმოდგენილი იქნება 12 საერთაშორისო გამოფენით, მათ შორის: Art Blocks, bitforms gallery, Beeple Studios, Pace Gallery, AOTM და Visualize Value. პლატფორმაზე ასევე დროებით გამოფენილი იქნება ლუ იენგის DOKU – Heaven(2022), რომელიც UBS-ის ხელოვნების კოლექციიდანა.

"Zero 10" ასახავს თანამედროვე ხელოვნების ცვალებად ლანდშაფტს — სადაც ციფრული პროცესები და ახალი მედია ხელახლა განსაზღვრავს, თუ როგორ ქმნიან ხელოვანები და როგორ ურთიერთობს მათთან პუბლიკა — ეს ხაზს უსვამს ჩვენს პასუხისმგებლობას, წინასწარ დავინახოთ ახალი ტენდენციები და მივცეთ ხელოვანებს სანდო პლატფორმა ნაყოფიერი საქმიანობისთვის” — აღნიშნა ვინჩენცო დე ბელისმა, Art Basel-ის გამოფენების მთავარმა არტისტულმა ოფიცერმა და გლობალურმა დირექტორმა.

Zero 10-ის სახელი კაზიმირ მალევიჩის ისტორიული 1915 წლის გამოფენიდან მომდინარეობს - 0,10. პროექტის შექმნა ლოგიკური სვლაა ციფრული ხელოვნების კოლექციონერობის სტაბილურ ზრდის გათვალისწინებით. 2025 წლის Art Basel-ის და UBS-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვის თანახმად გამოკითხულთა 51-მა პროცენტმა გასული წლის განმავლობაში ციფრული ნამუშევრები შეიძინა, რითაც ეს მედიუმი ხელოვნების ნიმუშებში გადახდილი თანხის ოდენობით მესამე ადგილზეა.

"ციფრული ხელოვნება აღარ არის პერიფერიებზე, არამედ ის ხელოვნების და ხელოვნების ბაზრის განვითარების განუყოფელი ნაწილია” განაცხადა Art Basel-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ნოა ჰოროვიცმა. "Zero 10-ით ჩვენ ვქმნით პლატფორმას, რომელიც მხარს უჭერს როგორც ექსპერიმენტულ პრაქტიკებს, ასევე რეალურ საბაზრო ზრდას".

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები