არტგალერეა Noblesse-მა ლონდონში, ერთ-ერთ უძველეს, პრესტიჟულ აუქციონის სახლ Bonhams-ში ქართველი მხატვრების ფერწერული ნამუშევრები წარადგინა. ეს უნიკალური შემთხვევაა, როდესაც ქართველი ხელოვანების ტილოები ლონდონის აუქციონზე არა მეზობელი ქვეყნების, არამედ საქართველოს სახელით გავიდა და დამოუკიდებელი კატეგორია - “ქართული ხელოვნება ახლა” - დაეთმო.
აუქციონზე წარდგენილი ნამუშევრების დიდი ნაწილი წარმატებით გაიყიდა; მათ შორისაა მერაბ გიგილაძის, რუსუდან ფეტვიაშვილისა და ნოდარ თოფურია-ვოიტკევიჩის ტილოები.
გალერეა Noblesse-მა არა მხოლოდ ხელი შეუწყო ქართველი მხატვრების პოპულარიზაციას, არამედ ერთგვარი ხიდიც ააგო ქართულ კულტურასა და ხელოვნების საერთაშორისო ბაზრებს შორის. ეს ყველაფერი მხოლოდ დასაწყისია. გალერეა Noblesse აგრძელებს ქართველი ხელოვანების საერთაშორისო აუდიტორიისთვის გაცნობას და როგორც არტისტების, ასევე ქვეყნის სახელის გატანას მსხვილ საგამოფენო სივრცეებსა და კოლექციონერთა წრეებში. ეს გალერეის გრძელვადიანი სტრატეგიაა, რომელიც მიზნად ქართული ხელოვნებისთვის გლობალური აღიარების მოპოვებასა და კულტურის სფეროს ფინანსურ გაძლიერებას ისახავს.
მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ აუქციონში მონაწილეობა მნიშვნელოვნად ზრდის თანამედროვე მხატვრების ნამუშევართა ღირებულებას, რაც უზრუნველყოფს, რომ ქართულ ხელოვნებაში ჩადებული ინვესტიციის ამონაგები წლიდან წლამდე მხოლოდ იზრდება.
Noblesse-ის მიერ გაწეული ეს ძალისხმევა ახალ სიტყვას ამბობს ქართული ხელოვნების ბაზარზე. ქართველი მხატვრების საერთაშორისო ასპარეზზე გამოჩენა:
- გზას უკვალავს დამწყებ და უცნობ ხელოვანებს, რომელთათვისაც საერთაშორისო პლატფორმების კარი ამ დრომდე დახურული იყო;
- ზრდის ქართულ ხელოვნებაზე საერთაშორისო ცნობადობას, სანდოობასა და ინტერესს;
- ზრდის დაინტერესებას საერთაშორისო კოლექციონერებისა და ინვესტორების მხრიდან, რომლებისთვისაც ხელოვნებას ესთეტიკურთან ერთად, ფინანსური ღირებულებაც გააჩნია;
- ამყარებს გალერეა Noblesse-ის, როგორც ხელოვნების გლობალურ სივრცეში პროფესიონალი შუამავლის რეპუტაციას.




























