მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„არტ რაჭა“ - განსხვავებული კონცეფციის სასტუმრო ნიკორწმინდაში - მარიამ ჭარხალაშვილი ქალების ნარატივში

შიდა ტურიზმის რუკაზე რაჭა ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად და მიმზიდველ მიმართულებად რჩება. რეგიონის უნიკალური ბუნება და კულტურული მემკვიდრეობა ვიზიტორებს მუდმივად იზიდავს, თუმცა ბაზრის მოთხოვნები იცვლება და დღეს ტურისტი მხოლოდ სტანდარტულ განთავსებას აღარ სჯერდება. თანამედროვე დამსვენებელი უნიკალურ გამოცდილებასა და კონცეპტუალურ გარემოს ეძებს. სწორედ ამ მოთხოვნას პასუხობს ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ ნიკორწმინდაში მდებარე საოჯახო სასტუმრო არტ რაჭა. სახელოვნებო მიმართულებით დატვირთული ეს სივრცე სტუმრებს სრულიად განსხვავებულ, მყუდრო და შემოქმედებით გარემოს სთავაზობს. თუ როგორ ჩაიარა აქტიურმა ტურისტულმა სეზონმა და რა საოპერაციო გამოწვევებს აწყდება რეგიონული საოჯახო ბიზნესი?

სტუმარი: მარიამ ჭარხალაშვილი - “არტ რაჭა”, დამფუძნებელი

#ქალებისნარატივი ლიკა მეგუთნიშვილთან ერთად

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები