ბრენდირებული უნიფორმებისა და აქსესუარების მწარმოებელ კომპანია "არტეზე" გიყვებით, რომელიც ბაზარზე ორი წლის წინ გამოჩნდა და მალევე, საკმაოდ ბევრი მომხმარებლის მიზიდვა მოახერხა. ამჟამად, "არტეს" მომხმარებლებში საქართველოში არსებული საკმაოდ მსხვილი ბრენდებიც ხვდებიან და მათი რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება. სამომავლო გეგმებიც დიდი და ამბიციური აქვთ და უახლოეს მომავალში საწარმოო ხაზის გაფართოებას გეგმავენ.
ნინო გიგინეიშვილი - "არტე", დამფუძნებელი;