მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ასარჩევ სივრცეში ევროპის გარდა არაფერი გვრჩება. მეორე მხარეს რუსეთია, რომელიც ჩვენი არჩევანის გარეშე გადაგვყლაპავს" - შოთა ბურჯანაძე

შოთა ბურჯანაძე

"ასარჩევ სივრცეში ევროპის გარდა არაფერი არ გვრჩება. მეორე მხარეს არის რუსეთი, რომელიც ჩვენი არჩევანის გარეშე გადაგვყლაპავს", - ამის შესახებ რესტორატორმა, შოთა ბურჯანაძემ გასტრონომიული სექტორის წარმომადგენლების საპროტესტო აქციაზე BM.GE-სთან განაცხადა.

მისი თქმით, დღეს ევროინტეგრაციას საფრთხე ემუქრება. შესაბამისად, ხალხის მიზანია, რომ სახელმწიფოს გაწყრომა დაანახვოს.

"თაობაში ჩამოყალიბდა, რომ ევროინტეგრაცია არის უალტერნატივო, თუმცა დღეს სამწუხაროდ ამას საფრთხე ემუქრება. რეალობაა ის, რომ ოჯახი, რომელიც გვეპატიჟება, იმ ოჯახთან გვაქვს საფრთხე. მთავრობას ეუბნება, რომ გადადგით ისეთი ნაბიჯები, რომ თანაცხოვრების შესაძლებლობა გვქონდეს. დღეს ეს ყველაფერი არის დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ. ჩვენ ასარჩევ სივრცეში ევროპის გარდა არაფერი არ გვრჩება. მეორე მხარეს არის რუსეთი, რომელიც ჩვენი არჩევანის გარეშე გადაგვყლაპავს.

საზოგადოება ამიტომაც არის მიმართული იმისკენ, რომ ხელისუფლებას მისი გაწყრომა დაანახვოს და ის ნაბიჯები, რომელიც ხელისუფლების მხრიდან ესკალაციის განეიტრალებისკენ უნდა იყოს მიმართული. ამისთვის სწორი მესიჯების გაშვებაა საზოგადოებიდან აუცილებელი. ამიტომ, ჩვენ, სფეროს წარმომადგენლებს შესაძლებლობა მივეცით, რომ შევიკრიბოთ და საზოგადოების ამ ნაწილის პროტესტი და ხმა მივაწვდინოთ", - განაცხადა ბურჯანაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები