მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ასე რამ დაგამდაბლა, რომ პირველი ვინც სძულთ, შენ ხარ!" - კახა კალაძეს ყოფილი მოადგილე მიმართავს

სოფო ხუნწარია

"ასე რამ დაგამდაბლა, ასე როგორ ჩაყევი კუბოში, რომ პირველი ვინც სძულთ,შენ ხარ!" - თბილისის მერ კახა კალაძეს ყოფილი მოადგილე სოფო ხუნწარია სოციალური ქსელიდან მიმართავს.

"ხომ არასდროს დამითაგიხარ, რაც წამოვედი, არასდროს არაფერი მითქვამს! 4 წელია უკვე, რაც სიტყვა არ დამიძრავს და ყველა ჩემს კოლეგას, რომელიც მერიაში დავტოვე, არასდროს მიკადრებია რამე მიმეწერა მათთვის! ყველას თავის არჩევანი აქვს.

გუშინდელი ღამის მერე, აი, ამას გეტყვი: ასე რამ დაგამდაბლა, ასე როგორ ჩაყევი კუბოში, რომ პირველი ვინც სძულთ, შენ ხარ! ასე როგორ დაეცი, რომ შენი შვილის ტოლა ახალგაზრდების ცემას და სისხლის ღვრას ამართლებ. ხომ ვიცი, რასაც ფიქრობ გულში, ჰო და ეგრეა! უკვე კი არ ტეხს, უკვე სირცხვილიც აღარაა, რაღაც სხვა ჰქვია იმას, რაც ხდება... დაე, იარეთ თქვენი სიმართლით", - წერს სოფო ხუნწარია.

თბილისში "რუსული კანონის" წინააღმდეგ მოქალაქეების პროტესტი რამდენიმე დღეა გრძელდება. სპეცრაზმმა აქციის მონაწილეები გუშინ რამდენჯერმე დაშალა. მშვიდობიანი მოქალაქეები დასარბევად გამოიყენეს წიწაკის სპრეი, წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი. დაშავდა ათობით ადამიანი, მათ შორის შსს-ის ცნობით, პოლიციელებიც.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები