მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ასეთ სიტუაციაში ცხენების გამოცვლა მაინც და მაინც ურისკო სვლა არ არის” - გიგა ბედინეიშვილი პრემიერის შეცვლაზე

გიგა ბედინეიშვილი

“ასეთ სიტუაციაში ცხენების გამოცვლა მაინც და მაინც ურისკო სვლა არ არის,” - ამის შესახებ ფინანსისტმა გიგი ბედინეიშვილმა BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ სტუმრობისას პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის შეცვლაზე განაცხადა.

მისი თქმით, ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერობისას, ქვეყანას ციფრებში თითქოს კარგი ეკონომიკური ზრდა აქვს და მეორე მხრივ, კობახიძეც ვერ სარგებლობს პოპულარობით. კითხვას, მაშინ რა შეიძლება ყოფილიყო პრემიერის შეცვლის მიზეზი? - იგი პასუხობს, რომ ეჭვი აქვს, ეს ივანიშვილის ერთპიროვნული გადაწყვეტილებაა, რაც მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე მიიღო.

„შეიძლება, მის ინტერესებშია რომ „ოცნებამ“ არჩევნების წინ თავი თავდაჯერებულად იგრძნოს მაგრამ, ზედაპირულად თუ შევხედავთ, ეს ოპტიმალური გადაწყვეტილება არ არის, რადგან არცერთ კვლევაში ირაკლი კობახიძე განსაკუთრებული პოპულარობით არ სარგებლობს. სინამდვილეში ეს [ქართული ოცნება] არის ივანიშვილის სამეფო კარი - ივანიშვილს ამ ხალხზე ძალაუფლება აქვს. მთლად ჩრდილოეთ კორეასა და თურქმენეთივით არ ვართ, მაგრამ, ეს არაჯანსაღია, ლამის პიროვნების კულტამდეა მისული ივანიშვილის მიმართ თაყვანისცემა.

ამ საკადრო ცვლილებით ივანიშვილმა თავის თავზე იზრუნა, რადგან ეს სარისკო გადაწყვეტილებაა. აშკარა პოპულარობა კობახიძეს არა აქვს და ასევე ეკონომიკური თვალსაზრისით ციფრებს თუ შევხედავთ ბოლო 2-3 წელი ცუდი პერიოდი არ იყო. ასეთ სიტუაციაში ცხენების გამოცვლა მაინც და მაინც ურისკო სვლა არ არის, ამიტომ ერთადერთი ახსნა ისაა, რომ ზედმეტად დიდხანს ხომ არ არის ერთი და იგივე პოსტზე ადამიანი, ზედმეტად ხომ არ გაიდგამს ფესვებს და შეიძლება კორუფციული მიდრეკილებებიც იზრდებოდეს ამ შემთხვევაში. შეიძლება, [ივანიშვილს] არ უნდა, ვიღაც ზედმეტად გამდიდრდეს და ზედმეტად გავლენიანი გახდეს. კორუფციის ზრდა, რომ არ უნდა მჯერა მაგრამ იმიტომ კი არ უნდა რომ ეს ხალხს დააწვება, არამედ იმიტომ რომ თავისი ხვედრითი წილი სუსტდება ასეთ სიტუაციაში. მნიშვნელოვანია, ეს მისი ძალაუფლებისთვის რას ნიშნავს. იგივე პოლიტიკაში მობრუნებაც შეიძლება მაგით იყოს განპირობებული, რომ კულისებიდან მართვა, თუნდაც პოტენციური სანქციების თვალსაზრისითაც, უფრო სარისკო გახდა და ვიღაცამ ურჩია, რომ ღიად აკეთოს ეს საქმე", - განაცხადა გიგა ბედინეიშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები