მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ასეთი რამ დიპლომატიას არ ახსოვს... ვადაგასული "გახსნის" ცერემონია ნახევარი ე.წ. მთავრობის მონაწილეობით - ზურაბიშვილი

საკონსულო მილანში

მილანში საქართველოს გენერალური საკონსულოს გახსნის ცერემონიალი, რომელიც გუშინ გაიმართა და "ქართული ოცნების" მინისტრები, პრემიერთან, თბილისის მერთან და სხვა ოფიციალურ პირები მონაწილეობდნენ, სინამდვილეში 2023 წლის ნოემბრიდან ფუნქციონირებს. ეს ინფორმაცია თავად საკონსულოს fb-გვერდზეა ხელმისაწვდომი.

"ასეთი რამ დიპლომატიას არ ახსოვს" - ასე გამოეხმაურა "ოცნების" მთავრობის ღონისძიებას საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სოციალურ ქსელში და მმართველი ძალა გააკრიტიკა.

სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში სალომე ზურაბიშვილი აღნიშნავს, რომ საკონსულო რეალურად 2023 წლის შემოდგომიდან ფუნქციონირებს და ახლა, მისი დაგვიანებული, თუმცა პომპეზური გახსნით, "ოცნებას" სურს, საზოგადოებას დაანახვოს, რომ იზოლაციაში არ არიან.

"ასეთი რამ დიპლომატიას არ ახსოვს!!!

მილანში საკონსულო ოპერირებს 2023 წლის 24 ნოემბრიდან და კონსული ნატალია კორძაია დანიშნულია2023 წლის სექტემბრიდან! ვადაგასული “გახსნის” ცერემონია თან ნახევარი ე.წ. მთავრობის მონაწილეობით და ზარ-ზეიმით, მგალობელთა გუნდის ჩაყვანით ე.ი. სერიოზული ხარჯებით, რით უნდა აიხსნას?

ერთი იმით რომ აჩვენონ ხალხს, რომ მათზე სანქციები არ მუშაობს და სადაც უნდათ ჩადიან და "შოპინგობენ".

მეორე, რომ არ ადარდებთ დიპლომატიური იზოლაცია (მაგრამ ნებისმიერი სურათი თუ ხელის ჩამორთმევა მათთვის უკვე სანატრელი და ფასდაუდებელი გახდა და აფრიალებენ ამ სურათებს ამიტომ)

ყველაფერი მოკლედ იმისთვის იმართება, რომ პოტიომკინის სოფელი არ იყოს, დაარწმუნონ მოსახლეობა რომ ყველაფერი კარგად და ძველებურად გრძელდება! რომ სახელმწიფოს წარმოადგენენ და სახელმწიფოსავით მოქმედებენ! მილანში მთელ პოლიტბიუროს გამგზავრებას ეს რომ შეეძლოს …. ????", - წერს ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები