აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი 75 ქვეყნის, მათ შრის საქართველოს მოქალაქეებისთვის საიმიგრაციო ვიზების გაცემას დროებით აჩერებს, რათა მკაცრი ზომები მიიღოს იმ განმცხადებლების მიმართ, რომლებიც, სავარაუდოდ, სახელმწიფო ტვირთად იქცევიან.
Fox News-ის მიერ ნანახი დოკუმენტი საკონსულოს თანამშრომლებს ავალებს, უარი თქვან ვიზების გაცემაზე, სანამ დეპარტამენტი ხელახლა შეაფასებს სკრინინგის და შემოწმების პროცედურებს.
პაუზა 21 იანვარს დაიწყება და განუსაზღვრელი ვადით გაგრძელდება, ვიდრე დეპარტამენტი ვიზების დამუშავების პროცესს ხელახლა არ შეაფასებს.
ქვეყნების ჩამონათვალი, რომლებზეც შეზღუდვა გავრცელდება, ასეთია: ავღანეთი, ალბანეთი, ალჟირი, ანტიგუა და ბარბუდა, სომხეთი, აზერბაიჯანი, ბაჰამის კუნძულები, ბანგლადეში, ბარბადოსი, ბელარუსი, ბელიზი, ბჰუტანი, ბოსნია, ბრაზილია, ბირმა, კამბოჯა, კამერუნი, კაბო-ვერდე, კოლუმბია, კოტ-დ’ივუარი, კუბა, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა, დომინიკა, ეგვიპტე, ერიტრეა, ეთიოპია, ფიჯი, გამბია, საქართველო, განა, გრენადა, გვატემალა, გვინეა, ჰაიტი, ირანი, ერაყი, იამაიკა, იორდანია, ყაზახეთი, კოსოვო, ქუვეითი, ყირგიზეთი, ლაოსი, ლიბანი, ლიბერია, ლიბია, მაკედონია, მოლდოვა, მონღოლეთი, მონტენეგრო, მაროკო, ნეპალი, ნიკარაგუა, ნიგერია, პაკისტანი, კონგოს რესპუბლიკა, რუსეთი, რუანდა, სენტ-კიტსი და ნევისი, სენტ-ლუსია, სენტ-ვინსენტი და გრენადინები, სენეგალი, სიერა-ლეონე, სომალი, სამხრეთ სუდანი, სუდანი, სირია, ტანზანია, ტაილანდი, ტოგო, ტუნისი, უგანდა, ურუგვაი, უზბეკეთი და იემენი.
აშშ-ის საიმიგრაციო ვიზა უცხო ქვეყნის მოქალაქეს საშუალებას აძლევს მუდმივად იცხოვროს და იმუშაოს შეერთებულ შტატებში.




























