მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აშშ აგრძელებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ადვოკატირებას - საელჩო

აგვისტოს ომი

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომის 16 წლისთავთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ამერიკა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ადვოკატირებას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში აგრძელებს.

"დღეს რუსეთის მიერ საქართველოში შემოჭრიდან თექვსმეტი წელი გავიდა.

ჩვენ გვახსოვს 2008 წლის აგვისტოს მოვლენები და მათი მტკივნეული გავლენა, რომელიც ქართველ ხალხზე დღემდე მოქმედებს.

რუსეთის მიერ 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მუდმივი დარღვევა რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობისთვის მიმდინარე ბრძოლას უსვამს ხაზს.

შეერთებული შტატები აგრძელებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ადვოკატირებას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში", - წერია აშშ-ის საელჩოს განცხადებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები