თეთრი სახლი ამერიკული AI ტექნოლოგიის საერთაშორისო დონეზე გავრცელებას ხელს შეუწყობს. მეტიც, ის შტატები, რომლებიც ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებულ მკაცრ კანონმდებლობას არ გადახედავენ, გაცილებით შემცირებულ ფედერალურ დაფინანსებას მიიღებენ.
ამერიკული AI ტექნოლოგიის საზღვარგარეთ გატანაზე ვაჭრობის დეპარტამენტი იზრუნებს. მომავალ წლებში ისინი უცხოეთში არაერთი დატა ცენტრის აგებას დააფინანსებენ და ამით შტატების სტრატეგიული გავლენის გაზრდას შეუწყობენ ხელს.
უნდა აღინიშნოს, რომ AI ტექნოლოგიის მიმართ თეთრი სახლის პოლიტიკა ბოლო რამდენიმე თვეში, დონალდ ტრამპის ხელახლა გაპრეზიდენტების შემდეგ შეიცვალა. ბაიდენის მმართველობის პერიოდში, AI-ს ექსპორტზე შტატები მკაცრ კონტროლს აწესებდა და ზღუდავდა დატა ცენტრების უცხოეთში აშენებას. რაც შეეხება შტატების 47-ე პრეზიდენტს, ის თვლის, რომ ცვლილება გააჩენს ახალ სამუშაო ადგილებს, ხელს შეუწყობს ინოვაციებს და დააჩქარებს დატა ცენტრების მშენებლობას.




























