2022 წლისთვის გლობალური საოჯახო ქონება $454 ტრილიონს აღწევდა, საიდანაც ნახევარზე მეტს მილიონერები ფლობენ, თუმცა საინტერესოა, რომელ ქვეყნებში ცხოვრობენ პლანეტის ყველაზე მდიდარი ადამიანები?
გამოცემა Visual Capitalist, Credit Suisse-სა და UBS-ის გლობალური სიმდიდრის 2023 წლის კვლევაზე დაყრდნობით იმ ქვეყანათა რეიტინგს აქვეყნებს, სადაც ყველაზე მეტი მილიონერი ცხოვრობს. ანგარიშში განხილულია როგორც მსოფლიო ბანკის, ისე სხვადასხვა ფინანსური ინსტიტუტებისა და Forbes-ის მოკვლევები.
UBS-ი მილიონერებად იმ ინდივიდებს მიიჩნევს, რომელთა სრული ქონება, როგორც ფინანსური, ისე არაფინანსური აქტივების ღირებულება, $1 მილიონს აღემატება. ბოლო ინფორმაციით დედამიწაზე 60 მილიონამდე მილიონერი ცხოვრობს, მათ 42%-ს კი ჩრდილოეთ ამერიკაში ვხვდებით.
მილიონერების გადანაწილება რეგიონების მიხედვით:
- ჩრდ. ამერიკა - 24.7 მილიონი
- ევროპა - 16.3 მილიონი
- აზია-წყნარი ოკეანეა - 9.8 მილიონი
- ჩინეთი - 6.2 მილიონი
- ლათინური ამერიკა - 1.2 მილიონი
- ინდოეთი - 0.85 მილიონი
- აფრიკა - 0.36 მილიონი
მილიონერების გადანაწილება ქვეყნების მიხედვით:
- აშშ - 22.7 მილიონი
- ჩინეთი - 6.2 მილიონი
- საფრანგეთი - 2.8 მილიონი
- იაპონია - 2.8 მილიონი
- გერმანია - 2.6 მილიონი
- დიდი ბრიტანეთი - 2.6 მილიონი
- კანადა - 2.0 მილიონი
- ავსტრალია - 1.8 მილიონი
- იტალია - 1.3 მილიონი
- სამხ. კორეა - 1.3 მილიონი
- ნიდერლანდები - 1.2 მილიონი
- ესპანეთი - 1.1 მილიონი
- შვეიცარია - 1.1 მილიონი
- ინდოეთი - 850 ათასი
- ტაივანი - 765 ათასი
UBS-ის ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ ყველაზე მეტი მილიონერი ნიუ-იორკში ცხოვრობს. რაც შეეხება ფინანსურ განაწილებას, მილიონერთა 87%-ის ქონება $1-5 მილიონს არ აღემატება, 8.6%-ის ქონება - $10 მილიონს, 4.6%-ის აქტივების ღირებულება კი $10 მილიონზე მეტია.