აიოველი სოიოს მომყვანი ფერმერები, შეერთებული შტატების აგროსექტორის იმ წარმომადგენელთა შორის არიან, რომლებიც ვაშინგტონსა და პეკინს შორის სავაჭრო ომმა დააზარალა. იმ დროს, როდესაც ორი ქვეყანა ერთმანეთს უსამართლო სავაჭრო პრაქტიკაში სდებს ბრალს, სოიოზე მოთხოვნა და ფასები ეცემა, რაც ამერიკელი ფერმერების შეშფოთებას იწვევს, რომლებიც ფიქრობენ, რომ შესაძლოა ჩინეთის ბაზარმა მიმწოდებლები სხვა ქვეყნებში მოძენოს.