მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აშშ და დიდი ბრიტანეთი, ქართული ელ.კომერციის არხების ყველაზე დიდი მომხმარებლები არიან - კვლევა

ელკო

აშშ და დიდი ბრიტანეთი, 2022 წლის და 2023 წლის 6 თვის მონაცემებით, ქართული ელ.კომერციის არხების ყველაზე დიდი მომხმარებლები არიან.  მათ მოსდევთ ყაზახეთი, უკრაინა და აზერბაიჯანი. ამის შესახებ "თიბისი კაპიტალის" მიერ მომზადებულ მიმოხილვაში წერია.

რაც შეეხება გასულ წელს, 2022 წელს, პირველ სამეულს აშშ, დიდი ბრიტანეთი და  უკრაინა იკავებდნენ, მეოთხე და მეხუთე ადგილებს კი ბელარუსი და არაბეთის სამყარო ინაწილებდნენ.

ამასთან საყოფაცხოვრებო საქონელს შორის, ელექტრონიკა ელ.კომერციის არხებში განხორციელებული ტრანზაქციების მოცულობის ყველაზე მაღალი ზრდით ხასიათდება.

რაც შეეხება, ელექტრონული კომერციის ბაზარს, კვლევის მიხედვით, იგი საქართველოში სწრაფი ტემპით იზრდება. ელექტრონული კომერციის შეფასებულმა ბაზრის ზომამ 2022 წელს 1,300 მილიონ ლარს გადააჭარბა, რაც წინა წელთან შედარებით დაახლოებით 82%-იან ზრდას ნიშნავს. მიმდინარე წლის პირველ ექვს თვეში კი ბაზრის ზომა 1,026  მლნ ლარს შეადგენს.

შეგახსენებთ, რომ 2020 წელს, Covid-19 პანდემიის დაწყებამ მიტანის სერვისების პოპულარობა განაპირობა და აღნიშნულ წელს მიტანის სერვისების კომპანიების შემოსავლების 203%-იანი ზრდა დაფიქსირდა.