კიევში ამერიკის შეერთებული შტატებისა და დიდი ბრიტანეთის წამყვანი დიპლომატების, ენტონი ბლინკენისა და დეივიდ ლამის ოფიციალური ვიზიტის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ ორი ქვეყანა უკრაინისთვის €1 მილიარდზე მეტის ღირებულების დახმარებას გამოყოფენ.
კერძოდ, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა განაცხადა, რომ უკრაინისთვის €635 მილიონის ღირებულების ჰუმანიტარული დახმარების პაკეტს გამოყოფს, დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა კი დაადასტურა, რომ დამატებითი დაფინანსება €709 მილიონს მიაღწევს.
ორივე ქვეყნის ძალისხმევა ძირითადად უკრაინის ენერგეტიკული ქსელის აღდგენას დაეთმობა იმის გათვალისწინებით, რომ, ზამთრის მოახლოებასთან ერთად, რუსეთისთვის სწორედ ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა გახდა მთავარი სამიზნე.
ენტონი ბლინკენმა ასევე განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში უკრაინისთვის სამხედრო აღჭურვილობის მიწოდების დისკუსიას გახსნის.