მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აშშ და რუსეთი უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებების მეორე რაუნდს 25 თებერვალს გამართავენ

ტრამპი ზელენსკი პუტინი

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ამერიკელ და რუს დელეგაციებს შორის უკრაინაში ომის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებების ახალი ეტაპის შესახებ განაცხადა.

Euronews-ი წერს, რომ ტრამპის თქმით, მოლაპარაკებები კვლავ გაიმართება საუდის არაბეთის დედაქალაქ ერ-რიადში, 25 თებერვალს - პირველი რაუნდიდან ერთი კვირის შემდეგ.

რუსმა და ამერიკელმა დიპლომატებმა უკრაინაში ომის დასრულების საკითხი კიევის გარეშე 18 თებერვალს განიხილეს. საუდის არაბეთში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი და სხვა მაღალი თანამდებობის პირები.

შეხვედრას არ ესწრებოდა არც ერთი დიპლომატი უკრაინიდან. უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, კიევი არ მიიღებს არც ერთ შედეგს, რომელიც მოლაპარაკებების შემდეგ დადგება, რადგან უკრაინა ამ პროცესებში არ მონაწილეობს. თავის მხრივ, უკმაყოფილებას გამოხატავენ უკრაინის ევროპელი მოკავშირეებიც, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ ტრამპი მათ რუსეთთან მოლაპარაკებებში თამაშგარე მდგომარეობაში ამყოფებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები