საბერძნეთში დაფუძნებული საწარმო – Atlantic Sea LNG, რომელიც DEPA Commercial-სა და Aktor Group-ს შორის პარტნიორობით შეიქმნა, ამერიკულ კომპანიებთან 20-წლიანი სტრატეგიული შეთანხმების გაფორმებას ცდილობს.
როგორც ცნობილია, მოლაპარაკებების დასკვნითი ეტაპი 24 თებერვალს ვაშინგტონში იგეგმება, სადაც მხარეები მრავალწლიანი თანამშრომლობის ფინანსურ და ტექნიკურ დეტალებს დააზუსტებენ.
მოლაპარაკებების მთავარი საგანი საბერძნეთისთვის წლიურად 15 მილიარდ კუბურ მეტრამდე ამერიკული გათხევადებული ბუნებრივი აირის სტაბილური მოწოდებაა, რაც სამხრეთ და ცენტრალური ევროპის ენერგოუსაფრთხოების ფუნდამენტური გარანტია უნდა გახდეს.
პროექტის ქვაკუთხედს „ვერტიკალური გაზის დერეფანი“ წარმოადგენს, რომელიც საბერძნეთის LNG ტერმინალებს ბულგარეთის, რუმინეთის, მოლდოვასა და უკრაინის მილსადენებთან აკავშირებს.
კომპანიის ხელმძღვანელობა მიიჩნევს, რომ გრძელვადიანი კონტრაქტების გარეშე ევროპა 2030 წლის შემდეგ შეიძლება მიწოდების დეფიციტისა და ფასების უკონტროლო ზრდის წინაშე აღმოჩნდეს. ამიტომ საბერძნეთის მიერ ამერიკასთან ამ შეთანხმების გაფორმებას ევროპისთვის უდიდესი მნიშვნელობა ექნება.




























