მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნავთობის ფასი მკვეთრად გაიზარდა

ნავთობი

დღევანდელ სავაჭრო სესიაზე ნავთობის ფასმა ბარელზე 100 დოლარს გადააჭარბა, რაც ივლისის შემდეგ დაფიქსირებული უმაღლესი მაჩვენებელია.

ამჟამინდელი მონაცემებით, Brent-ის ფასი ერთ თვეში 15%-ით არის გაზრდილი, ხოლო წლის დასაწყისიდან დღემდე მისი ზრდა 65%-ს აჭარბებს. რაც შეეხება ამერიკულ WTI-ს, ის თითქმის 95 დოლარს აღწევს, რაც ერთ კვირაში 5%-იან და წლის განმავლობაში 65%-იან ზრდას წარმოადგენს.

ნავთობის პარალელურად, მკვეთრად არის გაძვირებული ბუნებრივი აირი, რომელიც მეგავატ/საათზე 79 ევროს აღწევს, რაც ერთ თვეში 30%-იან ზრდას წარმოადგენს. ცნობისთვის, წელს გაზი თითქმის 180%-ით არის გაძვირებული.

დღეს ნავთობის მკვეთრი გაძვირება სპარსეთის ყურეში აშშ-სა და ირანს შორის სამხედრო დაპირისპირების მორიგ ტალღას უკავშირდება. როგორც ირკვევა, ამერიკულმა მხარემ ირანული ნავთობმზიდები გაანადგურა მას შემდეგ, რაც თეირანმა აშშ-ის სამხედრო ხომალდზე ბალისტიკური რაკეტებით იერიშის მიტანა სცადა.

პარალელურად, ირანის მიერ მხარდაჭერილმა ჰუსიტებმა საუდის არაბეთის ოთხ ქალაქზე მიიტანეს იერიში, რასაც 70-ზე მეტი ადამიანის დაშავება და ნავთობობიექტებზე ხანძრის გაჩენა მოჰყვა.

ენერგომატარებლების გაძვირება გლობალური ინფლაციისა და საპროცენტო განაკვეთების ზრდის შიშებს ამძაფრებს. არსებული პროგნოზით, ეკონომისტები წლის ბოლომდე აშშ-ის ფედერალური რეზერვის მიერ მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის სულ მცირე ერთჯერად ზრდას ელოდებიან. თუკი ნავთობის ფასი 100-დოლარიან ნიშნულზე მაღლა შენარჩუნება, მაშინ შეიძლება FED-ს ორი ინტერვენცია მოუწიოს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები