მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„აშშ და საქართველო, როგორც კარგი მეგობრები ყოველთვის ყველაფერზე ვერ ვთანხმდებით“

61fec452ec86e
ვიქტორია მღებრიშვილი
05.02.22 22:36
845
ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა ამერიკის კონგრესმენებისა და სახელმწიფოს დეპარტამენტის მიერ გაცხადებულ შეშფოთებულ განცხადებებზე ისაუბრა, რომელიც საქართველოში დემოკრატიული პროცესების შეფერხებას შეეხებოდა.

დიპლომატი ამ საკითხს „ამერიკის ხმის“ ჟურნალისტთან ია მეურმიშვილთან ინტერვიუს დროს შეეხო და აღნიშნა, რომ ეს მხარეებს შორის მიმდინარე ღია საუბარია.

კითხვა: გასულ წელს აშშ-ს კონგრესიდან და სახელმწიფო დეპარტამენტიდან დემოკრატიულ პროცესების უკუსვლაზე შეშფოთებები გვესმის. პირადად თქვენს არაერთხელ გისაუბრიათ დემოკრატიული პროცესის დასაცავად. საქართველოს მთავარობა კი აცხადებს, რომ რეფორმების პროცესი გეგმიურად პარტნიორებთან კოორდინაციით მიდის.
სადამდე შეიძლება გაგრძელდეს ეს ურთიერთწინააღმდეგობა. შეერთებული შტატები მეტ რეფორმას ითხოვს, საქართველოს მთავრობას კი დამკვირვებლების შეფასებით, რეფორმების ნაწილში ჩავარდნები აქვს? რის გაკეთება შეუძლია შეერთებულ შტატებს, რომ უკეთესს პროცესს შეუწყოს ხელი და რა მოხდება თუ არაფერი შეიცვლება?

კელი დეგნანი: საქართველოს შეერთებული შტატების კონგრესში ორპარტიული მხარდაჭერა დიდი ხანია, რაც აქვს და ბევრი მეგობარი ჰყავს. როგორც კარგი მეგობრები ყოველთვის ყველაფერზე ვერ ვთანხმდებით და როგორც კარგი მეგობრები ერთმანეთs უთანხმოებაზე ვეუბნებით. სწორედ ეს ხდებოდა პირდაპირი გამოხატვა იმის თუ რა იმედები გვაქვს, ან რისკენ მოვუწოდებთ საქართველოს საკუთარი დემოკრატიის ასაშენებლად. აშშ მზადაა საქართველოს ძლიერი დემოკრატიის ხედვის განხორციელებაში დაეხმაროს. ვერაფერს რაც ამას ეწინააღმდეგება, ვერაფერს რაც ძირს უთხრის დემოკრატიულ პროგრესს ჩვენ მხარს ვერ დავუჭერთ. რა თქმა უნდა ჩვენ ამაზე ვსაუბრობთ, გვირჩევია ეს კერძო საუბრები იყოს, მაგრამ ზოგჯერ საჯაროდაც ვაკეთებთ განცხადებებს როდესაც რეფორმების ტრაექტორია ძალიან გვაწუხებს. ეს ღია საუბარია და ჩვენ ამას როგორც საქართველოს მეგობარი ძალიან ვაფასებთ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები