აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, კამალა ჰარისმა, გასულ კვირას ის 8 ორგანიზაცია დაასახელა, რომლებიც, ბაიდენის ადმინისტრაციისგან, გრანტის სახით $20 მილიარდიან დაფინანსებას მიიღებენ. აღნიშნული ინვესტიცია კი დაბალშემოსავლიან თემებში სუფთა ენერგიისა და ტრანსპორტირების ინფრასტრუქტურის მოწყობას მოხმარდება.
კამილა ჰარისის თქმით, ამერიკის თითოეულ თემს აქვს უნარი, სუფთა ენერგიის ეკონომიკას შეუერთდეს, თუმცა ყველა მათგანს ამისათვის საჭირო ფინანსები, აქამდე არ ჰქონდათ. ვიცე-პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ გრანტების სერია ბაიდენის ადმინისტრაციის ორ პრიორიტეტს უსვამს ხაზს - კაპიტალზე ხელმისაწვდომობისა და მწვანე ეკონომიკის ზრდას.
აღნიშნული $20 მილიარდი იმ $27 მილიარდიანი “სათბურის აირების შემცირების” ფონდიდან გამოიყოფა, რომელიც 2022 წელს, ინფლაციის შემცირების აქტის ფარგლებში შეიქმნა. ინვესტიცია კი სხვადასხვა ტიპის პროექტებს, მათ შორის, განახლებადი ენერგიის ქსელის შექმნას მოხმარდება.