აშშ-ის საიმიგრაციო და საბაჟო აღსრულების სამსახურის (ICE) მონაცემებით, საქართველოს 800-ზე მეტ მოქალაქეს დაევალა აშშ-ს დატოვება.
სამსახურის მიერ Fox News-სთვის მიწოდებული პასუხის თანახმად, 2024 წლის 24 ნოემბრის მდგომარეობით, ჯამურად სხვადასხვა ქვეყნის 1 445 549 მოქალაქეს შორის, რომელთა მიმართაც დეპორტაციის საბოლოო სასამართლო ბრძანებაა გაცემული, საქართველოს 833 მოქალაქეა.
ჩამონათვალი 200-ზე მეტი ქვეყნის მოქალაქეებს მოიცავს. მათ შორის არის: სომხეთის 2 808 მოქალაქე, აზერბაიჯანის 709 მოქალაქე, თურქეთის 3 103 და რუსეთის 3 518 მოქალაქე.