აშშ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის პრესსპიკერის დმიტრი პესკოვის მეუღლეს და ორ შვილს სანქციებს უწესებს.
ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ბრიფინგზე განაცხადა.
ნედ პრაისის თქმითვე, სანქციები ასევე 12 რუს დეპუტატს დაუწესდება.
უკრაინაში შეჭრის გამო, სანქციების ახალი პაკეტი 11 მარტს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გააჟღერა.