მიზეზებს შორის სადაც უნდა ვეძებოთ ნავთობის ფასის ზრდის გარემოებები, უთუოდ არის ამერიკის შეერთებული შტატებიც. იქ კი სრულიად ახალი გამოწვევები იწყება - 3 ნოემბერს ანუ ორიოდ დღეში 250 მილიონზე მეტი ამერიკელი ღიად დააფიქსირებს, უჭერს თუ არა მხარს ომს ირანთან, მისაღებია თუ არა მოკავშირე უკრაინის დასუსტება და რუსეთთან გარიგებების დადება და თანახმაა თუ არა, რომ ხელოვნური ინტელექტის ინდუსტრია კვალ რეგულაციების მიღმა დარჩეს. თავად ტექ ინდუსტრიის ლიდერები და შტატების უმდიდრესი ადამიანები კი მიიღებენ პასუხს, ღირდა თუ არა ამ არჩევნებში მილიარდობით დოლარის ჩასხმა. მოკლედ, ვინ რა ფული ჩადო 3 ნოემბრის არჩევნებში და, საერთოდაც, რა შეიძლება შეცვალოს კონგრესში დემოკრატების გალიდერებამ?






























