ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მიიღო გადაწყვეტილება, ნოემბერში დაგეგმილ გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის მონიტორინგზე წლიური ანგარიში აღარ წარადგინოს. როგორც ცნობილია, ორგანიზაცია წევრ ქვეყნებს ანგარიშის წარდგენას ყოველ 5 წელიწადში ერთხელ ავალებს. დანარჩენ სახელმწიფოებს კი ეძლევათ საშუალება დოკუმენტი დეტალურად განიხილონ და შეაფასონ, თუ როგორი ვითარებაა ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით კონკრეტულ ქვეყანაში.
აღსანიშნავია, რომ შტატების მიერ ანგარიშის წარდგენაზე უარის თქმა მოულოდნელი ბევრისთვის არ ყოფილა. როგორც ცნობილია, თებერვლის თვეში ტრამპმა აღმასრულებელი განკარგულება გამოსცა და პასუხისმგებელ ორგანოებს გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოდან გასვლა დაავალა. აქვე უნდა ითქვას, რომ ანგარიშის წარდგენაზე უარის თქმით, ამერიკამ 50-წლიანი პრაქტიკა შეწყვიტა.
ადამიანის უფლებათა ორგანიზაციებმა ტრამპის გადაწყვეტილება მკაცრად გააკრიტიკეს და განაცხადეს, რომ მსგავსი მასშტაბის გლობალური მოთამაშის პროცესიდან გასვლა მონიტორინგის მიმართ სხვა ქვეყნების დაინტერესებას შეამცირებს. არსებობს რისკიც, რომ ამერიკული პრეცედენტის შემდეგ ანგარიშის წარდგენაზე უარი ირანმა, რუსეთმა და სუდანმაც თქვან.




























