მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აშშ განახლებადი ენერგიების ქსელის გაფართოებისთვის $3.5 მლრდ ინვესტიციას გამოყოფს

აშშ-ს ქსელი

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ მიმდინარე კვირას $3.5 მილიარდიანი გრანტი გამოაცხადა, რომელიც აშშ-ის ელექტროენერგიის ქსელის განვითარებისკენ მიმართულ პროექტებს მოხმარდება და მას ექსტრემალური ამინდებისგან დაიცავს.

44 შტატის 58 პროექტის დაფინანსების გეგმა ბაიდენის მიერ 2021 წელს გამოცემული ორპარტიული ინფრასტრუქტურის კანონის ნაწილია და ელექტროენერგიის ქსელში ყველაზე მასშტაბური პირდაპირი ინვესტიციაა.

აშშ-ის ენერგიის ქსელი, რომლის მოწყობაც თითქმის ერთი საუკუნის წინ დაიწყო, ყოველწლიურად ზიანდება ექსტრემალური ამინდის მდგომარეობის, წყალდიდობებისა და თბური ტალღების გამო, რასაც კლიმატის ცვლილება იწვევს. 2021 წელს ტეხასის ქსელი ამავე პრობლემის გამო ჩამოიშალა, რასაც 200-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.

აღნიშნული პროექტები ქარის, მზისა და სხვა განახლებადი ენერგიის ქსელს დამატებით 35 გიგავატის მოცულობის ელექტროენერგიას მოუტანს, გაიზრდება ინვესტიცია მიკროქსელების მოწყობისთვისაც.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები