მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

აშშ-ი კერძო სექტორში დასაქმებულთათვის კოვიდ-ვაქცინაციას სავალდებულოს ხდის

6184151dc1713
ნათია თაქთაქიშვილი
04.11.21 22:30
882
თეთრი სახლი კოვიდ-ვაქცინაციას და ტესტირებას სავალდებულოს ხდის იმ ორგანიზაციებისა და ბიზნესებისთვის, სადაც დასაქმებულთა რაოდენობა 100-ს აღწევს. ამის შესახებ ინფორმაციას CBS News-ი ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ აღნიშნული ინიციატივა ქვეყნის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს ეკუთვნის და მისი მიზანი ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების მინიმუმამდე შემცირებაა. აღნიშნული განკარგულების კონტროლი აშშ-ს შრომის დეპარტამენტის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის ადმინისტრაციას (OSHA) დაევალება.

თეთრი სახლის ინფორმაციით, ინიციატივა დაახლოებით 80 მილიონ პირს შეეხება, რომლებიც კერძო სექტორში არიან დასაქმებული. გავრცელებული ინფორმაციით, დამქირავებელმა  თანამშრობლების სრულად ვაქცინირება ან მათი რეგულარული კოვიდ-ტესტირება უნდა უზრუნველყოს.

იმ შემთხვევაში თუ დამქირავებელი არ შეასრულებს ახალ რეკომენდაციებს, მას მოუწევს ჯარიმის გადახდა 14,000 აშშ დოლარის ოდენობით თითოეულ თანამშრომელზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები