მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აშშ-ი კოვიდინფიცირების ყველაზე მაღალი რისკის მქონე 22 მიმართულებას ასახელებს

61e83c98be146
თათია კაკიაშვილი
19.01.22 21:15
1094
აშშ-ის დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრი კოვიდინფიცირების ყველაზე მაღალი რისკის მქონე 22 მიმართულებას ასახელებს. მათგან "ყველაზე მაღალი რისკის" მქონე ქვეყნები არგენტინა და ავსტრალიაა, რაც იმას ნიშნავს, რომ ბოლო 28 დღის განმავლობაში ამ ქვეყნებში 100,000 მოსახლეზე 500-ზე მეტი კოვიდშემთხვევაა რეგისტრირებული. ინფორმაციას CNN ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ინფიცირების ყველაზე მაღალი მაჩვენებლები ფიქსირდება შემდეგ 22 ტერიტორიასა და ქვეყანაში: ალბანეთში, არგენტინაში, ავსტრალიაში, ბაჰამის კუნძულებზე, ბაჰრეინში, ბოლივიაში, ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე, კაბო ვერდეში, ეგვიპტეში, გრანადაშ, გაიანაში, ისრაელში, პანამაში, ყატარში, სენტ კიტსი და ნევისში, სანტა ლუსიაში, სან ტომე და პრინსიპში, სინტ მარტენში, სურინამიში, ტერქსისა და კაიკოსის კუნძულებზე და ურუგვაიში.

იმუნოლოგები ხალხს ურჩევენ, მოგზაურობის დაგეგმვისას გაითვალისწინონ აშშ-ის დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრის მიერ წარმოდგენილი ქვეყნების სია, თუმცა თუკი აცრილები არ არიან, სხვა ქვეყნებშიც გამგზავრებისგან თავი შეიკავონ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები