მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

აშშ-ი პირველ ეტაპზე ათობით ქვეყანას 25 მლნ დოზა ვაქცინას გაუზიარებს, მათ შორის საქართველოცაა

60b929250ecb1
თამთა ჯიჯავაძე
03.06.21 23:06
1207
აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია აცხადებს, რომ გეგმავს დანარჩენ მსოფლიოს პირველ ეტაპზე კოვიდ-ვაქცინის 25 მლნ დოზა გაუზიაროს. ივნისის ბოლომდე კი სულ მცირე 80 მლნ ვაქცინის გაზიარება იგეგმება. ამის შესახებ CNN იტყობინება.

როგორც გამოცემა წერს, აღნიშნული ვაქცინების სულ მცირე 75% COVAX-პლატფორმის ფარგლებში სხვადასხვა ქვეყანას უნდა მიეწოდოს, ხოლო 25% გადაეცემა პირდაპირ იმ ქვეყნებს, რომლებსაც ვაქცინაცია სჭირდება. 

CNN-ი იტყობინება, რომ დაახლოებით 6 მლნ დოზა გაიგზავნება საქართველოში, უკრაინაში, კოსოვოში, ჰაიტიში, ღაზის სექტორში, მექსიკაში, კანადაში, კორეის რესპუბლიკაში, ეგვიპტეში, ერაყში, იორდანიაში, იემენში.

ასევე, როგორც ცნობილია, დაახლოებით 7 მლნ დოზა აზიის ქვეყნებში გაიგზავნება, მათ შორის ინდოეთში, ნეპალში, ბანგლადეშში, პაკისტანში, შრი-ლანკაში, ავღანეთში, მალდივებზე, მალაიზიაში, ფილიპინებში, ვიეტნამში, ინდონეზიაში, ტაილანდში, ლაოსში, პაპუა ახალ გვინეაში, ტაივანსა და წყნარი ოკეანის კუნძულებზე. კიდევ დამატებით 5 მლნ დოზა გაიგზავნება აფრიკაში, სადაც ქვეყნები აფრიკის კავშირის დახმარებით შეირჩევა.

„ჩვენ ვაქცინების გაზიარებას ვაპირებთ, ვინაიდან გვსურს გადავარჩინოთ ადამიანების სიცოცხლე და მსოფლიოს დავეხმაროთ პანდემიის დასრულებაში“, - განაცხადა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა.

თეთრი სახლის პრესსმდივანმა იენ პსაკიმ განაცხადა, რომ ვაქცინების გლობალურად გაზიარების პრაქტიკა „ისტორიული“ და „გმირულია“. მისივე თქმით, ვაქცინების რაოდენობა, რისი გაზიარების პირობაც აშშ-მა დადო, ხუთჯერ უფრო მეტია, ვიდრე ნებისმიერი სხვა ქვეყნის მიერ გაზიარებული ვაქცინები.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები