აშშ-ის აეროპორტები 3 მილიონ მგზავრს მოემსახურნენ აპრილის თვეში, რაც 96%-ით დაბალი მაჩვენებელია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. შესაბამისად, აშშ-ის აეროპორტების მგზავრთა ნაკადი ისტორიულ მინიმუმზეა. ამის შესახებ Reuters-ი წერს.
გამოცემის მიხედვით, აღნიშნულ პერიოდში აშშ-ს ავიახაზები დაახლოებით 2,8 მილიონ შიდა და 132,000 საერთაშორისო მგზავრს მოემსახურა.
აღსანიშნავია, რომ აპრილის თვესთან შედარებით ფრენები უმნიშვნელოდ გაიზარდა და 7 ივნისის მონაცემებით, აშშ-ს აეროპორტების მგზავრთანაკადი 85%-ით რჩება შემცირებული. ხოლო რაც შეეხება ჯამურად ფრენების რაოდენობას, ივნისის მონაცემებით, 72%-ით არის შემცირებული გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.
როგორც ავიაკომპანიები აცხადებენ, მოთხოვნა სამომავლო ფრენებზე 82%-ით არის დაკლებული, ხოლო ფრენებიდან მისაღები პოტენციური შემოსავლები - 92%-ით.