მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აშშ-ის ავიახაზები მგზავრებს ჩინეთის მიმართულებით ბილეთის უსასყიდლოდ გადაცვლას სთავაზობს

5e3023a2e2b1f
ნათია თაქთაქიშვილი
28.01.20 16:40
780
აშშ-ის ავიახაზები მგზავრებს, ვინც ჩინეთის მიმართულებით გამგზავრებას გეგმავდა, ბილეთის გადაცვლას ყოველგვარი დამატებითი გადასახადის გარეშე სთავაზობს.

"რადგან მომაკვდინებელი კორონავირუსი აგრძელებს გავრცელებას,  აშშ-ის ხელისუფლება ზრდის უსაფრთხოების ზომებს გამგზავრებასთან დაკავშირებით", - წერს CNN.

American Airlines-ი (AAL) და Delta Air Lines-ი (DAL), ორივე კომპანია ფრენებს ახორციელებს პეკინის ან შანხაიის მიმართულებით.

"თუკი მგზავრმა ბილეთი შეიძინა 21 იანვრისთვის და გამგზავრებას გეგმავდა ჩინეთში 29 მარტამდე, მათ აქვთ შესაძლებლობა, გადაცვალონ ბილეთი დამატებითი ხარჯების გაწევის გარეშე", - წერს CNN.

შეგახსენებთ, რომ ბოლო მონაცემებით, ახალი ტიპის კორონავირუსმა 2019-nCoV ჩინეთში 106 ადამიანი იმსხვერპლა. 4515 კი, დაინფიცირებულია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები