მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აშშ-ის ახალი სანქციები რუსეთის წინააღმდეგ - შავ სიაში მილიარდერი ალიშერ უსმანოვიც მოხვდა

6436ed27ee3a1
ალა ისპირიანი
12.04.23 21:36
566
აშშ სანქციებს უწესებს 100-ზე მეტ ფიზიკურ პირსა და ორგანიზაციას, რომლებიც რუსეთს უკრაინაში ომის საწარმოებლად ეხმარებიან. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, შავ სიაში მილიარდერი ალიშერ უსმანოვის იმპერიაც მოხვდა, რომელიც აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის ცნობით, ვლადიმერ პუტინთან დაახლოებული პირია და რუსეთს უკრაინაში ომის საწარმოებლად ეხმარება.

გამოცემის ცნობით, სანქციები ასევე უწესდებათ ჩინურ, თურქულ, არაბულ კომპანიებს, რომლებიც რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსს სანქციებისთვის თავის არიდებაში ეხმარებიან.

სიაში მოხვდა ასევე საერთაშორისო საინვესტიციო ბანკი, რომელიც ბუდაპეშტშია ბაზირებული, თუმცა კრემლის დაქვემდებარებაშია.

სანქციები აღნიშნული პირებისა და სტრუქტურების აშშ-ში აქტივების გაყინვას და ამერიკელი მოქალაქეებისთვის და კომპანიებისთვის მათთან საქმის წარმოების აკრძალვას ითვალისწინებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები