მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

აშშ-ის ბიუჯეტის დეფიციტი $284 მილიარდამდე გაიზარდა

აშშ-ის კონგრესი

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო ბიუჯეტის დეფიციტის მოცულობამ მიმდინარე წელს ოქტომბერში 284 მილიარდ დოლარს მიაღწია, რაც წინა წელთან შედარებით 10%-ით გაზრდილი მაჩვენებელია და პანდემიის შემდეგ დაფიქსირებულ უმაღლეს ნიშნულს წარმოადგენს.

სახაზინო დეპარტამენტის განმარტებით, დეფიციტის გაღრმავება იმაზე მიუთითებს, რომ ქვეყნის მთავრობას იმაზე უფრო მეტი თანხის დახარჯვა უწევს, ვიდრე ის შემოსავლის სახით იღებს.

ამ ეტაპზე ამერიკის მთავრობას ორივე მიმართულებით არასახარბიელოდ აქვს საქმე. ერთი მხრივ, საგადასახადო შემოსავლები შემცირებულია, რაც ბიუჯეტზე ნეგატიურად აისახება. მეორე მხრივ, სამთავრობო ხარჯები გაზრდილია, რასაც სამხედრო დაფინანსების და სოციალური პროგრამების ხარჯების ზრდა განაპირობებს.

ამასთან, მთავრობის "შათდაუნმა" გამოიწვია როგორც სახაზინო შემოსავლების შემცირება, ასევე დამატებითი ვალდებულებების დაგროვება, რაც დეფიციტზე ნეგატიურად აისახა.

აქვე გეტყვით იმასაც, რომ გაზრდილი ბიუჯეტის დეფიციტის ფონზე, მიმდინარე წელს ამერიკის სახელმწიფო ვალის მოცულობამ რეკორდულ 38.3 ტრილიონ დოლარს მიაღწია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები