მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

აშშ-ის დელეგაცია მოსკოვში მომდევნო კვირას ჩავა

რუსეთ-უკრაინის ომი
BM. GE
26.11.25 14:55
3267

აშშ-ის დიპლომატიური დელეგაცია, რომელსაც სტივ ვიტკოფი უხელმძღვანელებს, მომდევნო კვირას რუსეთის ფედერაციაში ჩავა. დადასტურებულია, რომ იგი მოსკოვში ვლადიმერ პუტინს შეხვდება. შეხვედრის მიზანი დონალდ ტრამპის მიერ შემოთავაზებული რუსეთ-უკრაინის სამშვიდობო გეგმის განხილვაა. ინფორმაციას რუსეთის პრეზიდენტის მრჩეველი საგარეო პოლიტიკის საკითხებში, იური უშაკოვი ადასტურებს.

საუბარია აშშ-ის მიერ შემოთავაზებულ 28-პუნქტიან სამშვიდობო გეგმაზე, რომელმაც კიევსა და ბრიუსელში უარყოფითი უკუკავშირი გამოიწვია. ცნობისათვის, აღნიშნული შეთავაზება უკრაინის მიერ ტერიტორიების დათმობას ითვალისწინებს.

ასევე შეგახსენებთ, რომ ოთხშაბათს გავრცელდა პირადი საუბრის ჩანაწერები, სადაც ვიტკოფი რუს მაღალჩინოსანს ურჩევს, თუ როგორ უნდა წარადგინოს გეგმა რუსეთის პრეზიდენტისათვის. ამავე საუბარში გაჟღერდა წინადადება დონეცკის რეგიონის რუსეთისთვის გადაცემასთან დაკავშირებით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები