"აშშ-ის, ეგვიპტის, კატარისა და თურქეთის ლიდერებმა ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას ხელი მოაწერეს", - ამის შესახებ ინფორმაციას Sky News-ი ავრცელებს.
„ამას 3 000 წელი დასჭირდა, წარმოგიდგენიათ?! ეს მსოფლიოსთვის შესანიშნავი დღეა“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა.
აშშ-ის პრეზიდენტთან ერთად შეთანხმებას ხელი მოაწერეს ეგვიპტის პრეზიდენტმა აბდელ ფატაჰ ალ სისიმ, კატარის ამირამ შეიხ თამიმ ბინ ჰამად ალ-თანიმ და თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.




























