საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) პროგნოზით, მიმდინარე წელს აშშ-ის ეკონომიკა ყველაზე სწრაფი ტემპით გაიზრდება. ფონდი აცხადებს, რომ აშშ-ის ეკონომიკური ზრდა 6.4%-ს მიაღწევს, რაც 1984 წელის შემდეგ რეკორდული მაჩვენებელია. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.
IMF-ის პროგნოზით, აშშ-ის ეკონომიკის აღნიშნული ტემპით აღდგენა 2021 წლის განმავლობაში გლობალური ეკონომიკის 6%-იან ზრდას განაპირობებს.
სავალუტო ფონდი აცხადებს, რომ აშშ-ის უპრეცედენტო რეაგირების შედეგად, კოვიდპანდემია, სავარაუდოდ, ნაკლებ „ჭრილობებს“ დაუტოვებს ქვეყანას, ვიდრე 2008 წლის გლობალური ფინანსური კრიზისი.
აშშ-ის ეკონომიკა 3.5%-ით შემცირდა 2008 წელს, ხოლო 2020-ში - 3.3%-ით.
„ბაიდენის ადმინისტრაციის $1.9 ტრილიონიანი ეკონომიკური პაკეტი მნიშვნელოვნად გააძლიერებს აშშ-ის ეკონომიკას 2021-ში, რაც ასევე პოზიტიურად აისახება ქვეყნის სავაჭრო პარტნიორებზე“, - აღნიშნულია IMF-ის ანგარიშში.




























