მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აშშ-ის ეკონომიკა III კვარტალში მოსალოდნელზე მეტად გაიზარდა

აშშ

მიმდინარე წლის მესამე კვარტალში ამერიკის შეერთებული შტატების ეკონომიკა მოსალოდნელზე მეტად, უფრო ზუსტად, 5.2%-ით გაიზარდა, რაც 0.3 პროცენტული პუნქტით მეტია წინასწარ პროგნოზირებულ მაჩვენებელზე.

სტატისტიკის ბიუროს განმარტებით, მოსალოდნელზე მაღალი ეკონომიკური ზრდა სავაჭრო დეფიციტის შემცირებითა და ექსპორტის მაჩვენებლის ზრდითაა განპირობებული. აღნიშნულ მონაცემებს უდიდესი მნიშვნელობა აქვს, რადგან ეს იმის მაუწყებელია, რომ აშშ-ის ეკონომიკა რეცესიაში ჯერაც არ არის და არსებობს იმის შანსიც, რომ ფედერალურმა რეზერვმა ინფლაციის მოთოკვის ამოცანას თავი ეკონომიკური ზრდის კრიტიკულად შეფერხების გარეშეც გაართვას.

ცნობისთვის გეტყვით, რომ მიმდინარე წლის პირველ კვარტალში აშშ-ის მშპ 2.0%-ით, II კვარტალში კი 2.4%-ით გაიზარდა.

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღე დღის მთავარი სიახლეები