მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აშშ-ის ეკონომიკა IV კვარტალში მოსალოდნელზე მეტად გაიზარდა

63d37d9a75732
გიორგი თოლორდავა
27.01.23 11:40
744
გასული წლის IV კვარტალში ამერიკის შეერთებული შტატების ეკონომიკა მოსალოდნელზე მეტად, უფრო ზუსტად, 2.9%-ით გაიზარდა, რაც 0.1 პროცენტული პუნქტით მეტია ანალიტიკოსების მიერ პროგნოზირებულ მაჩვენებელზე.

სტატისტიკის ბიუროს განმარტებით, 2.9%-იანი ეკონომიკური ზრდა სავაჭრო დეფიციტის შემცირებითა და ექსპორტის მაჩვენებლის ზრდითაა განპირობებული.

აღნიშნულ მონაცემებს უდიდესი მნიშვნელობა აქვს, რადგან ეს იმის მაუწყებელია, რომ აშშ-ის ეკონომიკა რეცესიაში ჯერაც არ არის და არსებობს იმის შანსიც, რომ ფედერალურმა რეზერვმა ინფლაციის მოთოკვის ამოცანას თავი ეკონომიკური ზრდის კრიტიკულად შეფერხების გარეშეც გაართვას.

შედარებისთვის, 2022 წლის I კვარტალში აშშ-ის ეკონომიკა 1.6%-ით შემცირდა; II კვარტალში ვარდნის მაჩვენებელი 0.6%-ს შეადგენდა; ხოლო III კვარტალში მშპ-ის მოცულობა მოსალოდნელზე მეტად, 3.2%-ით გაიზარდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები