2024 წლის პირველ კვარტალში ამერიკის შეერთებული შტატების ეკონომიკა მოსალოდნელზე მეტად, უფრო ზუსტად, 1.4%-ით გაიზარდა, რაც 0.1 პროცენტული პუნქტით მეტია წინასწარ პროგნოზირებულ მაჩვენებელზე.
აღნიშნულ მონაცემებს უდიდესი მნიშვნელობა აქვს, რადგან ეს იმის მაუწყებელია, რომ აშშ-ის ეკონომიკა რეცესიაში ჯერაც არ არის, თუმცა მშპ-ის ზრდის ტემპი სახარბიელო არაა, რაც ფედერალურ რეზერვს უბიძგებს მონეტარული პოლიტიკა შეამსუბუქოს.
აქვე, ცნობისთვის გეტყვით, რომ წინა კვარტალში აშშ-ის ეკონომიკა 3.4%-ით გაიზარდა.




























