მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აშშ-ის ეკონომიკა მოსალოდნელზე მეტად გაიზარდა

აშშ

2024 წლის მეორე კვარტალში ამერიკის შეერთებული შტატების ეკონომიკა მოსალოდნელზე მეტად, უფრო ზუსტად, 2.8%-ით გაიზარდა, რაც 1.4 პროცენტული პუნქტით მეტია წინა კვარტალში დაფიქსირებულ მაჩვენებელზე და 0.8 პპ-ით აღემატება ანალიტიკოსების პროგნოზს.

აღნიშნულ მონაცემებს უდიდესი მნიშვნელობა აქვს, რადგან ეს იმის მაუწყებელია, რომ აშშ-ის ეკონომიკა მდგრადად იზრდება და კორპორაციული სექტორი იმაზე გაცილებით უკეთეს მდგომარეობაშია, ვიდრე ამას ექსპერტები ვარაუდობდნენ.

მეორე კვარტლის განმავლობაში გაზრდილია როგორც იმპორტის, ასევე ექსპორტის მაჩვენებლები. ასევე, იმატა ადგილობრივმა წარმოებამ და მოხმარებამ, რაც ქვეყნის ეკონომიკურ ზრდაზე პოზიტიურად აისახება.

დამაკმაყოფილებელი შედეგების ფონზე, არსებობს მოლოდინი, რომ აშშ-ის ფედერალური რეზერვი მომდევნო შეხვედრაზე მონეტარულ პოლიტიკას შეამსუბუქებს, რაც მშპ-ის ზრდას კიდევ უფრო მეტად დააჩქარებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები